აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ კურორტ გოდერძიზე გამართული ბანაკის ფარგლებში პანელურ შეხვედრაში - „ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ მიიღო მონაწილეობა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ კურორტ გოდერძიზე გამართული ბანაკის ფარგლებში პანელურ შეხვედრაში - „ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ მიიღო მონაწილეობა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ კურორტ გოდერძიზე გამართული ბანაკის ფარგლებში პანელურ შეხვედრაში - „ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი“ მიიღო მონაწილეობა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
პანელურ შეხვედრაზე ისაუბრეს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ისტორიულ ასპექტებზე, შემოქმედებით პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და ახალგაზრდების ჩართულობაზე.
კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ხაზი გაუსვა ქართული კულტურის ტრადიციული ფორმების განვითარებისა და თანამედროვე ხელოვნებასთან ინტეგრირების საკითხებს და ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
პანელური შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიის დასასრულს ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ - აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, კურორტ გოდერძისა და ხულოს რესურსცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.