საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენება წარუდგინა
image

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენება წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარდგა. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ხაზი გაუსვა აჭარის კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არის მკაფიო განაცხადი რეგიონში კულტურის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, უწყების 2025 წლის ბიუჯეტი 43 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 41 მილიონზე მეტი სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებისთვისაა განსაზღვრული, სამინისტროს დაქვემდებარებაშია ცხრა სსიპ-ი და ცხრა ა(ა)იპ-ი.

უწყების პრიორიტეტებია - რეგიონის უნიკალური, თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნება და განვითარება, მულტიკულტურული გარემოს დაცვა, აჭარის კულტურული იდენტობის წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, აჭარის ფოლკლორის ცენტრის დაფუძნება, ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდების ხელშეწყობა, საპილოტე ექსპერიმენტული სკოლის კონცეფციის შემუშავება, აჭარის სიმფონიური ორკესტრის შექმნა, კულტურული ღონისძიებების ერთიანი კალენდრის ჩამოყალიბება, კულტურის დიპლომატიის განვითარება, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, კულტურის აბონემენტის კონცეფციის შემუშავება.

მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.