აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

აჭარის კულტურის მინისტრმა იაპონიის ელჩთან სამუშაო ვიზიტი გამართა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის, მსოფლიოში ცნობილ იაპონელ პიანისტთან, მაესტრო, ტოშიკი უსუისთან ერთად უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა აჭარაში სახელოვნებო დარგის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს ეწვია, დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები, გაეცნო მუზეუმში დაცულ ისტორიულ-არქეოლოგიურ ნივთებს, ხელოვნების სხვა ნიმუშებს. მოინახულა სპეციალურად სტუმრის პატივსაცემად მოწყობილი საგამოფენო კუთხე, სადაც იაპონური ტრადიციული სამოსი და საბრძოლო ნივთები იყო წარმოდგენილი.
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ირმა აბულაძესთან და აჭარის მუზეუმის დირექტორთან თეონა ზოიძესთან, ელჩმა ისაუბრა კულტურული პროექტების განხორციელებისა და მუზეუმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.