საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვესპრემის მერმა, ჯიულა პორგასმა უმასპინძლა
image

აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვესპრემის მერმა, ჯიულა პორგასმა უმასპინძლა

აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვესპრემის მერმა, ჯიულა პორგასმა უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-უნგრეთს შორის კულტურულ სფეროში არსებული კავშირების გაძლიერების პროცესში, ორი პარტნიორი ქვეყნის ქალაქების ორმხრივი თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე. აჭარის კულტურის მინისტრს ვესპრემის მერმა გაუზიარა ევროპის კულტურის დედაქალაქის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება. ქალაქი აღნიშნულ პროგრამას 2023 წელს შეუერთდა.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის რომელიმე ქალაქისთვის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების პროცესში მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში, ნიკოლოზ ლალიაშვილი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ სოხაძე და სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა, ევროპის კულტურის დედაქალაქის მემკვიდრეობის ტურის ფარგლებში მოინახულეს ვესპრემის ისტორიულ ციხესიმაგრეში (Dungeon) არსებული მუზეუმი, ციფრული გამოცდილების ცენტრი (CODE), ქალაქის მუზეუმი (Laczkó Dezső) და ცეკვისა და მოძრაობის კულტურული ცენტრი (ActiCity Dance and Movement Center).