აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა თექის დამუშავების მასტერკლასი, კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, ასევე, ტრადიციული სამოსის ჩვენება-პერფორმანსი. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა სალამურის ჰანგებით, რაც სრულად ეხმიანებოდა გამოფენის კონცეფციასა და შინაარს. გამოფენა გაგრძელდება 14 თებერვლის ჩათვლით.
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.