საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სატრენინგო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ
image

აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სატრენინგო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ

აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სატრენინგო კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.

მოხელის მენეჯერული უნარების ტრენინგ კურსში მონაწილეობდნენ კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. კურსი მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის სისტემაში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული და მენეჯერული უნარების გაძლიერებას.

სერტიფიკატები ასევე გადაეცათ აჭარის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის, ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სპორტის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლებს.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ტრენინგ-კურსის მონაწილეები.