აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ და აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.
თანამშრომლობა ითვალისწინებს კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებების, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების ჩატარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობასა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას.
შეხვედრის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი - სიმულაციის ოთახი და სამანქანე განყოფილება. გაეცნენ სასწავლებელში არსებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას.