აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო
.webp)

კულტურის სამინისტრო
აჭარის მწერალთა სახლში იტალიელ მწერალთან – კლაუდიო პოცანისთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის მწერალთა სახლში იტალიელ მწერალთან – კლაუდიო პოცანისთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის მწერალთა სახლში, საერთაშორისო ფესტივალის – „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიელ მწერალთან – კლაუდიო პოცანისთან და მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა მოისმინეს იტალიელი მწერლის ნაწარმოებების ორიგინალი ტექსტები და მათი ქართული თარგმანები.
ღონისძიებაში, ქართველ ავტორებთან ერთად, მონაწილეობდნენ მწერლები და მთარგმნელები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან და ჩინეთიდან.
მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ - აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოეტი - დავით თედორაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი ლალი კონცელიძე.