საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა ღონისძიება - დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
image

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა ღონისძიება - დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გალა კონცერტში 13 ანსამბლი მონაწილეობდა, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ პირველი და მეორე ტურის შემდეგ გამოავლინა. 

კონცერტი გახსნა გასული წლის ოლიმპიადის გრანპრის მფლობელმა, ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მთაწმინდა“. კონცერტის შემდეგ გამოვლინდნენ უმაღლესი ჯილდოს - გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები.

უმაღლესი ჯილდო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა.

გრანპრი მიიღო ბათუმის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაშქარი“. ჯილდო გამარჯვებულ ანსამბლს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ გადასცა.

უმაღლესი ჯილდო,  ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ცერულს“, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ გადასცა. მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები, მაღალმთიანი აჭარის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

 სპეციალური ნომინაციები დააწესა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ. ოლიმპიადის ფარგლებში სიმღერის ანსამბლებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტები. 

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

 წელს ოლიმპიადაში  30-მდე ანსამბლი და 800-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა. 

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა  18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.

 

ჟიურის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 

ხალხური მუსიკა

 

გრან-პრი

შუახევის სალოტბარო სკოლა, ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე

I ადგილი

ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლიჩანგი“, ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე

I I  ადგილი

ზ. ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი, ხელმძღვანელი გურამ მალაყმაძე

I I I ადგილი

მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული გუნდილაშე“, ხელმძღვანელი მანანა გაბაიძე

ნომინაცია - ფოლკლორული ტრადიციების დაცვა.

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი, ხელმძღვანელი სულხან დარჩიძე

 ხალხური ცეკვა

(6-12 წელი)

გრან-პრი

ქორეოგრაფიული ანსამბლილაშქარი“, ხელმძღვანელი ლაშა გოგიტიძე

I ადგილი

ქორეოგრაფიული ანსამბლიტბეთი“, ხელმძღვანელი თეა ბერიძე

I I  ადგილი

აჭარის . კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლარსიანთანარსებული ქორეოგრაფიული ანსამბლიჩვენი შვილები“, ხელმძღვანელები: ალექსანდრე შენგელია, მაია ტუღუში

I I I ადგილი

შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლიმერცხალი“, ხელმძღვანელი ჯამბულ დავითაძე

 

ქორეოგრაფია

(13-18    ელი) 

გრან-პრი

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლიცერული“, ხელმძღვანელი ნათია შალიკაშვილი 

I ადგილი

ქორეოგრაფიული ანსამბლისაუნჯე“, ხელმძღვანელი მალვინა ბერიძე 

I I  ადგილი

ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისაუნჯე“, ხელმძღვანელი კახაბერ გოგოტიშვილი 

I I I ადგილი

ქობულეთის კულტურის ცენტრის ჩაისუბნის სასოფლო კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლიჩაქურა“, ხელმძღვანელი თენგიზ ჭაღალიძე

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლიარგინეთი“, ხელმძღვანელი სულხან ფასანიძე 

ნომინაცია- საცეკვაო ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებისთვის

  • ()იპ ქობულეთის კულტურის ცენტრის სოფელ ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლიქაქუთი“, ხელმძღვანელი ოლეგ მამალაძე

 საკონკურსო პირობების თანახმად გამარჯვებულ ანსამბლებს:

 ა) უმაღლესი  ჯილდო  ,,გრანპრი“ - დაუფინანსდებათ გასტროლი არაუმეტეს 40 000 ლარის ოდენობით ან გადაეცემათ ეროვნული სასცენო სამოსი (სიმღერის ერთ ანსამბლსა და ცეკვის ორ ანსამბლს).

ბ) პირველი საპრიზო ადგილი - დაუფინანსდებათ გასტროლი არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით ან გადაეცემათ ეროვნული სასცენო სამოსი (სიმღერის ერთ ანსამბლსა და ცეკვის ორ ანსამბლს).

გ) მეორე საპრიზო ადგილი - გადაეცემათ ფულადი ჯილდო - 3 750 ლარი (სიმღერის ერთ ანსამბლს და ცეკვის ორ ანსამბლს).

დ) მესამე საპრიზო ადგილი - გადაეცემათ ფულადი ჯილდო - 3 125 ლარი (სიმღერის ერთ ანსამბლს). გადაეცემათ ფულადი ჯილდო - 2 962 ლარი (ორ ანსამბლს). 

ფულადი ჯილდოს ჯამური ოდენობა შეადგენს - 23 424 ლარი.