საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს
image

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს - სალომე ჯიჯავაძე თანამშრომლებსა და შემოქმედებით დასს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ირმა აბულაძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ახალ დირექტორს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და შემოქმედებით გუნდთან ერთად, წარმატებები უსურვა.

სალომე ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით. მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში.

სალომე ჯიჯავაძის წარდგენას ესწრებოდნენ თოჯინების თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ირაკლი კიკვაძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მსახიობები.