საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეები იტალიის საერთაშორისო საბალეტო კონკურსში
image

ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეები იტალიის საერთაშორისო საბალეტო კონკურსში

🇬🇪🇮🇹ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეები იტალიის საერთაშორისო საბალეტო კონკურსში მონაწილეობენ!
 
🩰 ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის 11 მოსწავლე დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე იასპარეზებს!
 
📍 ლეჩე, იტალია
📅 29-30 მარტი
🏛 პაიზიელოსა და აპოლოს თეატრები.
 
🌍 კონკურსში 14 ქვეყანა მონაწილეობს: უკრაინა, მექსიკა, იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, ჩინეთი, საქართველო ბათუმის საბალეტო სკოლის წარმომადგენლობით!
 
„ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსზე მიემგზავრებით, საიდანაც გვჯერა, რომ გამარჯვებულები დაბრუნდებით. აჭარის კულტურის სამინისტრო იქნება თქვენს გვერდით!“ – აღნიშნა კულტურის მინისტრის მოადგილემ, ირმა აბულაძემ, წინასაგასტროლო სასცენო ჩვენების დასრულების შემდეგ.