საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 147-ე თეატრალური სეზონის მესამე პრემიერა გაიმართა
image

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 147-ე თეატრალური სეზონის მესამე პრემიერა გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 147-ე თეატრალური სეზონის მესამე პრემიერა გაიმართა. შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,რევიზორი” წარუდგინა.

ნიკოლაი გოგოლის პიესა მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მისი ახალი სასცენო ინტერპრეტაცია რეჟისორ გიორგი კაშიას ეკუთვნის, ტექსტის ადაპტაციის ავტორია ვალერი ოთხოზორია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და მოწვეული ხელოვანები.

საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, თამარ ნარიმანიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და თეატრის მოყვარულები.

სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

მორიგი საპრემიერო ჩვენება 19 აპრილს გაიმართება.