კულტურის სამინისტრო

დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში ,,დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსი" გამოცხადდა, რომლის მიზანია აჭარის რეგიონში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში ან/და ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით, შინაარსობრივად დალაგებული გაერთიანებული ფაილებით) გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე Info@mca.gov.ge.
,,დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსის” 2026 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 100 000 ლარით. თითოეული ფილმის გადაღებისთვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით.