აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

ელისო ბოლქვაძე ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი კულტურული პროექტებისა და ფესტივალის ჩატარების, გამოფენების მოწყობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე. ასევე, განიხილეს შესაძლებლობები სახელოვნებო ბანაკების ორგანიზებაზე საბერძნეთსა და საქართველოში, აჭარაში.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მერიის ისტორიული მუზეუმი.
შეხვედრას საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა, ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვორს ელერ ზორტფიროლსი და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდნენ.