აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
ელისო ბოლქვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მურვანიძეს უმასპინძლა
ელისო ბოლქვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მურვანიძეს უმასპინძლა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მურვანიძეს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის კულტურული მიმართულებით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი ინიციატივების შემუშავების შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურულ მრავალფეროვნებას.