საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ელისო ბოლქვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს უმასპინძლა
image

ელისო ბოლქვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს უმასპინძლა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, მოსწავლეებში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდისა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის საკითხები.

ელისო ბოლქვაძემ გივი მიქანაძეს კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ყურადღება გაამახვილა კულტურისა და განათლების სფეროებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ქართველი ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე.