საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა – „ბათუმის ხატება“
image

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა – „ბათუმის ხატება“

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა – „ბათუმის ხატება“. ექსპოზიცია ხელოვანის მეუღლის, ირინა ბაროიანი-იანდიანის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტონამუშევრები, რომლებიც ბათუმის ურბანულ გარემოს, პორტრეტულ ნამუშევრებსა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა 21 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ქ. ბათუმში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, ნარინე მათოსიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.