საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
თემურ თათარაშვილის, 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი
image

თემურ თათარაშვილის, 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართული ესტრადის გამორჩეული წარმომადგენლის თემურ თათარაშვილის, 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
 
თემურ თათარაშვილმა მსმენელის წინაშე თავისი რეპერტუარიდან ცნობილი და პოპულარული სიმღერები შეასრულა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ცნობილი ქართველი მომღერლები - მანანა თოდაძე, მაია ჯაბუა და სოფო ხალვაში.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და თემურ თათარაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლები.