აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო
„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა
„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა
„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა.
გალა კონცერტში „ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი“, იტალიელი მევიოლინე, დირიჟორი - დამიანო ტონიეტი, ბანდონეონისტი - ფაბიო ფურია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ. საღამოზე გაჟღერდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ. ელჩმა ისაუბრა საერთაშორისო ფესტივალების როლზე რეგიონის კულტურული ცხოვრების გამდიდრების პროცესში და ხაზი გაუსვა ქართულ-იტალიური მუსიკალური საღამოს მნიშვნელობას კულტურული დიალოგის გაძლიერებაში.
საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალი 21 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილს დაიხურება. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები. ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.