აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

„კლასიკური მუსიკის საღამო“
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, „კლასიკური მუსიკის საღამო“ გაიმართა.
კონცერტში ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სოლო შემსრულებლები სოფო ხალვაში, ბაჩო ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე და თამთა ხუხუნაიშვილი მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა. შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.
„მუსიკალური ბათუმი 2025“ მთელი წლის განმავლობაში აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.