საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
კულტურის მინისტრის ვიზიტი და დიასპორასთან შეხვედრა საბერძნეთში
image

კულტურის მინისტრის ვიზიტი და დიასპორასთან შეხვედრა საბერძნეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, ათენში, საქართველოს საელჩოში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას აჭარაში კულტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. ასევე, მოუწოდა აქტიური ჩართულობისკენ და დაადასტურა სამინისტროს მზაობა, ხელი შეუწყოს კულტურულ ღონისძიებებში დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ელისო ბოლქვაძემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე.