საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
,,მუსიკა ბათუმიდან" საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი
image

,,მუსიკა ბათუმიდან" საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი ,,მუსიკა ბათუმიდან" 16 აგვისტოს გაიხსნა, რომლის ფარგლებში მუსიკალური საღამოები 19 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანია მუსიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, საავტორო მუსიკის შემქმნელი დამწყები და ცნობილი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერა.

მუსიკალური ღონისძიებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ, სპეციალურად მოწყობილ ღია სცენაზე, ყოველ საღამოს, 20:30 საათზე გაიმართება. სცენა დაეთმობა ხელოვანებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან.

პირველ საფესტივალო დღეს, მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით ჯგუფი ,,ნუ მიეყრდნობით" და მუსიკოსი ირაკლი ფაღავა წარდგა.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 24 აგვისტოს ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართება.

„მუსიკა ბათუმიდან“ აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.