აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

მუსიკალური საღამო - „ნუშის ფანტელი“ გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით მუსიკალური საღამო - „ნუშის ფანტელი“ გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები - დათო შანიძე, რომა რცხილაძე და ლაშა ღლონტი წარსდგნენ. მათი რეპერტუარიდან შესრულდა ცნობილი და ახალი საავტორო სიმღერები, საინტერესო კოლაბორაციები. მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდა ასევე ტრიო ,,სამანი”. კონცერტს მხატვრულად აფორმებდა ვიდეოარტის ელემენტები.
საღამომ გააერთიანა გამორჩეული ხმები, ცნობილი მელოდიები, ძველი და ახალი თაობა და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი, ირაკლი დევაძე, მოწვეული სტუმრები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ.