საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ნიკო ფიროსმანის ნახატის რესტავრაცია დაიწყო
image

ნიკო ფიროსმანის ნახატის რესტავრაცია დაიწყო

 
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიკო ფიროსმანის ნახატის „ქალი წველის ძროხას“ რესტავრაცია დაიწყო.
 
2026 წლის 6 აგვისტოს, აჭარის მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის ნახატი რესტავრაციისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნებისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა სარესტავრაციო ლაბორატორიას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით დროებით გადასცა. შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.
 
მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შვიდი თვის განმავლობაში იმუშავებენ აღნიშნული ნახატის რესტავრაციაზე. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. ნახატი აჭარის ხელოვნების მუზეუმს 2027 წელს დაუბრუნდება.
 
აჭარის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქალი წველის ძროხას“ 1998 წლიდან ინახება.