საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ოპერა „ლელას“ პრემიერა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
image

ოპერა „ლელას“ პრემიერა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის ოპერა ,,ლელა” წარმოადგინეს.

საღამოს ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე - ირმა აბულაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ოპერა ,,ლელას” დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერია, დირიჟორი კი მამუკა ალაფიშვილი.

საოპერო წარმოდგენაში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ხორუმი“ და მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე მოღვაწე მოწვეული სოლისტები.