აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელებთან
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, მოადგილეებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია მუსიკალური ცენტრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ და განიხილეს სამომავლო გეგმები.
„ჩვენი მიზანია რეგიონის კულტურული პოტენციალი სათანადოდ წარმოვაჩინოთ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს, აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციას. მუსიკალურ ცენტრს აქვს რესურსი მსმენელს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზოს. კულტურის სამინისტრო, თავის მხრივ მზადაა, ყველა მსგავს ინიციატივას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა შეხვედრაზე ელისო ბოლქვაძემ.
მსგავსი შეხვედრები სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან სისტემატურად გაიმართება.