საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ყავის ფესტივალი გაიხსნა
image

ყავის ფესტივალი გაიხსნა

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში ყავის ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანია, ბათუმში ყავის კულტურის მრავალწლიანი ტრადიციის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ყავის მომზადების თანამედროვე მეთოდების და პროდუქტების გაცნობა და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
 
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. მსმენელის წინაშე წარსდგნენ მომღერალი - აჩიკო ბერიძე და სპეციალური სტუმარი DJ CHINAU.
 
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ყავის მომზადების მასტერკლასები, ადგილობრივი პროდუქტების პრეზენტაციები, პოდკასტები, საბავშვო აქტივობები და მუსიკალური ღონისძიებები.
 
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსები.