აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურის სამინისტრო

„შუამთობა“ ზორტიყელის მთაზე
ზორტიყელის მთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
სახალხო ზეიმს, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძესთან, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს და ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, განვითარებისა და მომავალი თაობისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება - მოეწყო ფოტოზონები, კვების და სამეწარმეო სივრცეები, საბავშვო აქტივობები. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, მოწვეული ბენდებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.