საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კულტურის სამინისტრო

logo1.webp
კულტურის სამინისტრო
ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება
image

ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება

იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება.
 
შემოქმედებითი დასი, რეჟისორ დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით, სპექტაკლ „ზვავის" აღდგენაზე მუშაობს. განახლებული წარმოდგენის ჩვენება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.
 
რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი, დავით საყვარელიძე, ხულოს დრამატულ თეატრს პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს.
 
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები - ლაშა აბულაძე, გურამ თავართქილაძე, ედნარ ბოლქვაძე, ნინო ქარცივაძე, გვანცა ბეშკენაძე, მაყვალა მელაძე, ნიკუშა აბულაძე.
 
შემოქმედებითი დასი მაყურებელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება და საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე წარმოდგენას ჰპირდება.
 
თეატრალური დასი სპექტაკლს, დეკემბრის დასაწყისში, გასტროლების ფარგლებშიც წარადგენს.